1. პროექტის სახელწოდება: ლაშქრობის დაგეგმვა
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1 – 2 წინადადებით: საქართველოს გეოგრაფიული რუკის გამოყენებით საინტერესო ლაშქრობის მარშრუტის შერჩევა, გასავლელი მანძილის და დროის განსაზღვრა რუკის მასშტაბის, შესვენების დროის და არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარის გათვალისწინებით;
3. პროექტის აქტუალობა: თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება, კრიტიკული აზროვნების განვითარება;
4. პროექტის მიზნები: დაგეგმვის, აღწერის, აღრიცხვის, გაზომვის სიდიდეების გამოყენების, კომუნიკაციის, მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარების განვითარება, ლაშქრობის დაგეგმვა;
5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წწ.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 20 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: არაერთი საუკეთესო ლაშქრობის მარშრუტის დაგეგმვა.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს რუკა, სახაზავი, სანტიმეტრი, ფანქარი, კალამი, ქაღალდები, ფლომასტერები, სამუშაო რვეული, ინტერნეტი, პროექტორი;
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
· კლასის ჯგუფებად დაყოფა
· ინტერნეტის დახმარებით ტურისტული ლაშქრობების მარშრუტების მოძიება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში
· საქართველოს გეოგრაფიულ რუკაზე ამ მარშრუტების მოძებნა
· გონებრივი იერიშით მოსწავლეები დაადგენენ, რომ ლაშქრობის დასაგეგმად საჭიროა: მასშტაბის განსაზღვრა, მასშტაბის გამოყენებით გასავლელი მანძილის გამოთვლა, ტრანსპორტით მგზავრობის საჭიროების დადგენა, ამ მანძილის გასავლელად საჭირო დროის გამოთვლა
· რუკაზე მუშაობა- მასშტაბის საშუალებით მარშრუტის სიგრძის დადგენა (რამდენი ჯგუფიცაა, იმდენი განსხვავებული მარშრუტისა)
· მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ რა დრო სჭირდება ამ მანძილის გავლას თუ საშუალო სიჩქარეა 5 კმ/სთ
· ჯგუფები ადგენენ, თუ როდის უნდა გავიდნენ ლაშქრობაზე და როდის დაბრუნდებიან უკან, გამოითვლიან ლაშქრობის დროს
· ჯგუფები მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის სახით. ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას
· ჯგუფები ცხრილების გამოყენებით აგებენ გავლილი მანძილის და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკებს. ლიდერები წარმოადგენენ პრეზენტაციას
· თითოეული ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციის საკუთარ ელექტრონულ ვერსიას და დროში გაწერილი საქმიანობების ცხრილს და წარადგენს კლასის წინაშე;
· პროექტის მონიტორინგი
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია (რუკასთან მუშაობა, რუკის მასშტაბის განსაზღვრა)
ფიზიკა (დისკუსია, მასშტაბის გამოყენებით მანძილის განსაზღვრა, მარშრუტის გასავლელად საჭირო დროის გამოთვლა, გრაფიკების აგება)/ მოსწავლე ახასიათებს სხეულთა მოძრაობას
11. პროექტის ხელმძღვანელი (ფიზიკის მასწავლებელი): მარიამ გენგაშვილი
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:


No comments:
Post a Comment